რა არის მანიფესტაციის მეთოდი „369“ და როგორ მუშაობს ის

naxati

მეთოდი 369 არის მანიფესტაციის პრაქტიკა, რომელმაც პოპულარობაTikTok-ზე მოიპოვა. ის გულისხმობს აფირმაციის გაკეთებას დილით 3-ჯერ, შუადღეზე 6-ჯერ, ხოლო საღამოს 9-ჯერ.

მეთოდის შემქმნელი ამბობს, რომ 3, 6 და 9 არის ძალიან ძლიერი რიცხვები, რომლებსაც შეუძლიათ სამყაროს შეცვალონ. ზოგადად, მანიფესტაცია ემთხვევა მიზიდულობის კანონს, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ მიდრეკილნი ვართ მივიზიდოთ ის, რასაც ყურადღებას ვაქცევთ. 369 მეთოდის მეშვეობით და ჩვენს სურვილებზე ფოკუსირებით, ჩვენს ტვინს ვეხმარებით „იპოვოს ის, რასაც ეძებს და, შესაბამისად, გაიზარდოს სურვილების რეალობად გადაქცევის შანსი“.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება 369 მეთოდის ეფექტურობის შესახებ, ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ მიზანს ამ მეთოდის გამოყენებით მიაღწია.როგორ გავაკეთოთ 369 მეთოდი? 
სანამ პრაქტიკას დაიწყებთ, უნდა გაარკვიოთ ზუსტად რა არის თქვენი სურვილი. ამის შემდეგ, უნდა შექმნათ ან ჩამოაყალიბოთ აფირმაცია. მაგალითად თუ ფულის მიღება გსურთ, აფირმაცია შემდეგნაირად გამოიყურება: „მე მივიღებ ფულის დიდ რაოდენობას უახლოეს 6 თვეში”.
 
ამის შემდეგ, დილით, გაღვიძებისთანავე, ფურცელზე ან რვეულში 3-ჯერ ჩაიწერთთქვენს აფირმაციას. იმავეს გაიმეორებთ შუადღეზე 6-ჯერ და საღამოს, დაძინებამდე 9-ჯერ.

თუ თქვენ ცდილობთ, რომ ცხოვრებაში რაიმე მოიზიდოთ, ამ მეთოდის გამოყენება ნამდვილად ღირს. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რისი მოზიდვაც გვსურს, ისე ვიქცევით, რომ ის მართლაც მივიღოთ. დღეში სამჯერ საკუთარი თავისთვის სანუკვარი ოცნების შესრულება და იმედი, რომ მას აუცილებლადმივაღწევთ, ნამდვილად დაგვეხმარება ოცნების რეალობად გადაქცევაში.

ასევე ნახეთ

„ასტროლოგები მას გამარჯვებების დღეს უწოდებენ“ - ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2024 წლის მარტისათვის

რა ნივთიერებებს შეიცავს მგლის ქონი, ვირის ტვინი, დათვის ქონი, რომლებიც ადამიანებზე მაგიური ზემოქმედებისთვის გამოიყენება

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო ასანთის დახმარებით