რა არის ამ დროისთვის ცნობილი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ

ვერტმფრენის ჩამოვარდნა

თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა.  ვერტმფრენმა მოულოდნელად ტრაექტორია დაკარგა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შენობას შეეჯახა.

დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, 2 პილოტი და 2 ექიმი.

გამოცემის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენი მუღლას სასწავლო და კვლევით საავადმყოფოს ტერიტორიიდან აფრინდა და მასში ორი პილოტი, ექიმი და კიდევ ერთი სამედიცინო მუშაკი იმყოფებოდნენ.

შენობის შიგნით და ადგილზე არავინ დაშავებულა. ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, რომელიც ძლიერი ნისლის დროს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს