ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდევრები გააცურა - შეაკრებინა მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაღაც იბოდიალა ე.წ. ახალ არჩევნებზე და ვითომ "ტექნიკური მიზეზით" მალე გაეცალა იქაურობას,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ აქტივისტებიც კი ჩამოიყვანა რეგიონებიდან წარმავალი ე.წ. პრეზიდენტის კვაზი სეფე-სიტყვის მოსასმენად.
“ფსევდო-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდევრები გააცურა - შეაკრებინა მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაღაც იბოდიალა ე.წ. ახალ არჩევნებზე და ვითომ "ტექნიკური მიზეზით" მალე გაეცალა იქაურობას. სულ ეს იყო. საღლიცინოა ელექტრონული სიგნალების რაღაც ჩახშობაზე ბოდვები. ყველა ნაცტელევიზია 'ლაივში' იყო, ხალხი 'მესიჯობდა', სოცქსელებს ათვალიერებდა. რადიკალებმა აქტივისტებიც კი ჩამოიყვანეს რეგიონებიდან წარმავალი ე.წ. პრეზიდენტის კვაზი სეფე-სიტყვის მოსასმენად, მაგრამ რად გინდა? არაადეკვატურ ზურაბიშვილს ის ურჩევნია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ კონცერტის სცენაზე აიჭრას საახალწლო სოფელში და იქ იალქაჯოს. მისი stateswoman-ობა ისეთივე ფარსია, როგორც რაღაც "ქარტია" რომ ჰქონდა წინასაარჩევნოდ,”- წერს აბაშიძე.