ჩერნობილში რაღაც უცნაური ხდება - მეცნიერებმა უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს
1780934459
საფრანგეთის სასამართლომ 51 წლის ყოფილი ბანკირი გიიომ ბუჩი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების, წამების, ძალადობისა და პროსტიტუციაში იძულების საქმეზე და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი პარტნიორის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს შვიდი წლის განმავლობაში ახორციელებდა.
დაზარალებული, 42 წლის ლეტიცია რ. სასამართლოში აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ფსიქოლოგიური კონტროლისა და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა. მისი თქმით, ძალადობა დროთა განმავლობაში ფიზიკურ და სექსუალურ ექსპლუატაციაში გადაიზარდა და მას ასობით მამაკაცთან ინტიმურ კავშირს აიძულებდნენ.
პროკურატურა ბუჩისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ 25-წლიანი სასჯელი განსაზღვრა.
გადაწყვეტილების მიხედვით, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობამდე მან სასჯელის სულ მცირე ორი მესამედი უნდა მოიხადოს.
ასევე, მას ჩამოერთვა მშობლის უფლებები და აეკრძალა კონტაქტი დაზარალებულთან და შვილებთან.