1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად.
როგორც ჯონსონმა NATO-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა, დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ქვეყანას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაეხმარება.
„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად. დიდი ბრიტანეთი იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტზე.