ქალმა დედის ცხედარი ეზოში დამარხა და მისი საბანკო ანგარიშებით 10 წელი სარგებლობდა - როგორ გახსნა პოლიციამ საქმე

დანაშაული

აშშ-ს კალიფორნიის ქალაქ უკიაში პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთი სახლის ეზოში ათი წლის წინ გარდაცვლილი ქალის ნაშთები აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დედის ცხედარი გარდაცვლილის ქალიშვილმა დაკრძალა, ხოლო შემდეგ მისი ანგარიშები გამოიყენა. 

საქმეს მსვლელობა მას შემდეგ მიეცა, როცა შვილიც გარდაიცვალა და მისმა ძმამ დის სახლში უკვე 10 წლის წინ გარდაცვლილი დედის მიერ ხელმოწერილი საბანკო ანგარიშები იპოვა.

მამაკაცმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ გარდაცვალების მომენტამდე დედამისი დიდხანს ცხოვრობდა უმცროს დასთან, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. როდესაც ის უკაიაში დაბრუნდა, მან აღმოაჩინა ახალი საბანკო ანგარიშები და სხვა ფინანსური დოკუმენტები დედის სახელზე. ხოლო 2013 წელს დედის გარდაცვალების შესახებ მას დამ აცნობა და ასევე უთხრა, რომ გარდაცვლილის სურვილისამებრ, დედის ცხედარი სამედიცინო კვლევით დაწესებულებაში გადაასვენა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქალი იყენებდა გარდაცვლილი დედის ანგარიშებს.

კრიმინოლოგებმა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო მისმა ქალიშვილმა ის სახლის ეზოში დაკრძალა და მისი სიკვდილი დამალა, რომ ფინანსური სარგებელი მიეღო.