პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იუტას შტატის ქალაქ კამასის მკვიდრს, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაწერა წიგნი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს დანაკარგს, ბრალი მამაკაცის მკვლელობაში წაუყენეს. ამის შესახებ NBC News წერს.
33 წლის კური რიჩინსის ქმარი, ერიკი, 2022 წლის 4 მარტს სახლში გარდაიცვალა. ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ ქალმა გამოუშვა წიგნი, სადაც ის იძლევა რჩევებს, როგორ გაუმკლავდეს მწუხარებას საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ. მან წიგნი მიუძღვნა „შესანიშნავ ქმარს და შესანიშნავ მამას“.
როგორც ქვრივმა განუცხადა გამომძიებლებს, ქმრის გარდაცვალებამდე მათ აღნიშნეს სახლის შეძენა. ქალმა ქმარს მულის კოქტეილი მოუმზადა და საძინებელში მიუტანა. თავად რიჩინსს, სავარაუდოდ, ჩაეძინა ბავშვის ოთახში, რადგან მას კოშმარები აწუხებს. დილით ქალს ქმარი გარდაცვლილი დახვდა.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ რიჩინსი გარდაიცვალა ფენტანილის დოზის გადაჭარბებით, რაც ხუთჯერ აღემატებოდა მის სისხლში მომაკვდინებელ დოზას. სავარაუდოა, რომ მამაკაცმა პრეპარატი პერორალურად მიიღო. პოლიციამ დაადგინა, რომ ერიკმა ადრე უთხრა მეგობარს, რომ ეჭვობდა, რომ მისი ცოლი ცდილობდა მოწამვლას ვალენტინობის დღეს.
პოლიციამ ამერიკელის ცოლი განზრახ მკვლელობისა და საშიში ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავა. მობილურ ტელეფონში პოლიციამ მიმოწერა აღმოაჩინა ნაცნობთან, რომელმაც დაკითხვისას განაცხადა, რომ ქალი მას 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე რამდენჯერმე დაუკავშირდა და ტკივილგამაყუჩებლების გამოწერა სთხოვა. ერიკის სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე მამაკაცმა კურს მისცა 15-დან 30-მდე ფენტანილის ტაბლეტი, რისთვისაც მან გადაიხადა 900 დოლარი.
რიჩინსის მკვლელობის საქმე სასამართლოშია. ეჭვმიტანილის მიერ დაწერილი წიგნი გაყიდვიდან ამოიღეს.