პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქალი, რომელსაც ბავშვობაში მამა მოუკლეს, გამომძიებელი გახდა და 25 წლის შემდეგ დამნაშავე თავად დააკავა.
გისლაინ სილვა დე დეუსი 9 წლის იყო, როდესაც მამა შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა 1999 წლის თებერვალში ბრაზილიაში მოხდა. როგორც თავად ამბობს, მან მიზნად დაისახა, გამომძიებელი გამოსულიყო და საქმე თავადვე გაეხსნა.
დამნაშავე, რაიმუნდო ალვეს გომესი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. საბოლოოდ, 60 წლის გომესი ბრაზილიის შტატ რორაიმაში დააპატიმრეს. ოპერაციას დეუსი თავადვე ხელმძღვანელობდა.
იგი ჯერ კიდევ 18 წლის იყო, როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, რათა იურისტის აკადემიური კვალიფიკაცია მოეპოვებინა. პარალელურად, მან საპოლიციო გამოცდაც ჩააბარა და ჯერ ოფიცერი, შემდეგ კი გამომძიებელი გახდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ციხეშიც მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრაზილიაში დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 30 წელია. ალვეს გომესი სასამართლოს წინაშე 26 სექტემბერს წარდგა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი წლით მიუსაჯეს მას თავისუფლების აღკვეთა.