ქალი, რომელმაც გარდაცვლილ ქმარს წიგნი მიუძღვნა, მისსავე მკვლელობაშია ბრალდებული

ქალი

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალი, რომელმაც გლოვის შესახებ ბავშვებისთვის წიგნი დაწერა, მისი მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული.

კოური რიჩინი 8 მაისს იუტაში დააკავეს და მას ბრალად ედება ქმრის ფენტანილით მოწამვლა.

პროკურორების ინფორმაციით, რიჩინსმა 2022 წლის მარტში შუაღამისას პოლიციაში დარეკა და ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი, ერიკ რიჩინსი, შეხებისას ცივი იყო.

სამი შვილის დედამ ოფიცრებს განუცხადა, რომ მან ქმარს სასმელი გაუკეთა არყით, შემდეგ ერთ-ერთი შვილის დასაძინებლად წავიდა და როდესაც დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ქმარი აღარ რეაგირებდა.

მოგვიანებით ექიმმა აღმოაჩინა ფენტანილის მომაკვდინებელი დოზა გარდაცვლილის ორგანიზმში.

პოლიციის განცხადების მიხედვით, მათ იპოვეს პირი, ვისგანაც ქალმა ნივთიერება შეიძინა. KUTV-ის ცნობით, სამი დღის შემდეგ, რაც რიჩინსმა, სავარაუდოდ, ფენტანილი შეიძინა - მას და მის ქმარს ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ვახშამი ჰქონდათ, როდესაც კაცი ცუდად გახდა.

მკვლელობის ბრალდების გარდა, რიჩინსს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის გამო.

2 თვით ადრე ქალმა ადგილობრივ ტელევიზიაში წარადგინა წიგნი - „ჩემთან ხარ?“, რათა, მისი თქმით, დახმარებოდა ბავშვებს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილთან ბრძოლაში.

რიჩინსმა ქმრის გარდაცვალებას მოულოდნელი უწოდა და გადაცემაში ისაუბრა, როგორი რთული იყო ეს მისთვის და მისი სამი ვაჟისთვის. ბავშვებისთვის, მისი განმარტებით, მწუხარება გულისხმობს დარწმუნებას იმაში, რომ გარდაცვლილის სული ყოველთვის ცოცხალი რჩება სახლში.