ქალი გარდაცვლილი დედის ცხედარს სახლში 2 კვირა მალავდა - შემთხვევა ფლორიდაში

florida

აშშ-ში, ფლორიდის შტატში 64 წლის ქალს გარდაცვლილი დედის ცხედრის დამალვის გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ენბისინიუსი“ იტყობინება. 

მედიასაშუალება წერს, რომ 64 წლის ქალი გარდაცვლილი დედის, 93 წლის ქალის ცხედარს 2 კვირის განმავლობაში მიცვალებულის მოსათავსებელ სპეციალურ საყინულეში ინახავდა, მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ის დახმარება მიეღო, რასაც გარდაცვლილი ქალი შშმ პირის სტატუსის ქონის გამო იღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, 93 წლის ქალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.