ქალი და ორი ბავშვი აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის დროს დაიღუპნენ - დეტალები

აშშ

ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას, ქალი და ორი ბავშვი დაიღუპა. როგორც CBS წერს, ისინი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის იმ მონაკვეთიდან ცდილობდნენ, სადაც ტეხასის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა ფედერალურ სასაზღვრო პატრულს მიგრანტების შემოწმებასა და გადარჩენაში ხელი შეუშალეს.

აშშ-ის ფედერალური ოფიციალური პირების და ტეხასის კონგრესმენის განცხადებით, შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის, გრეგ ებოტის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა სასაზღვრო პატრულს მიგრანტების გადარჩენის მცდელობის უფლება არ მისცეს.

"ქალი და ორი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა Shelby-ის პარკთან, რომელსაც მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ტეხასის შტატი აკონტროლებს“, - განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა.