15 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1765744090
კრემლი ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან შეხვედრას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის პრეზიდენტების შეხვედრა გადამწყვეტი არ არის.
„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების დეტალების დამუშავებას ენიჭება“, - განაცხადა პესკოვმა.