რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო მობილიზაციის გაფართოებას არ გეგმავს და რომ მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ CNN წერს.
„მობილიზაცია სრულდება. ვფიქრობ, ორ კვირაში ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დასრულდება", - განაცხადა მან.
რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ დაგეგმილი 300 000 რუსიდან 222 000 უკვე გაწვეულია ჯარში.
ცნობისთვის, გასულ თვეში პუტინმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა. ამის გამო უამრავმა რუსმა ქვეყანა დატოვა, ბევრი მათგანი საქართველოშიც გამოიქცა. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ძალები საგრძნობლად ამოიწურა.