პუტინის თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებაა

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებაა.

პუტინმა აღნიშნული განცხადება ბელარუსთან ერთობლივი ბირთვული ძალების წვრთნებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ასეთი იარაღის, ბირთვული იარაღის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკიდურესი, განსაკუთრებული ღონისძიებაა“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტოში განაცხადეს, რომ სწავლებების ფარგლებში ბელარუსში ბირთვული საბრძოლო მასალა ჩაიტანეს. რუსეთის თავდაცვის უწყებამ შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა.

ბელარუსისა და რუსეთის ბირთვული ძალების ერთობლივი წვრთნები 19 მაისს დაიწყო. დღეს სწავლებებს რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა ვიდეოკავშირის საშუალებით მიადევნეს თვალი.