ქობულეთში, 3 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს
1756924344
ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრის შესახებ, სამშვიდობო პროცესისადმი რუსეთის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გააკეთა და შეთავაზებას „მიუღებელი“ უწოდა.
„რუსეთ-უკრაინის სამიტის მასპინძლობისთვის, სულ მცირე, შვიდი ქვეყანაა მზად. ეს სერიოზული წინადადებებია და ასეთი შეხვედრებისთვის პრეზიდენტი ზელენსკი ნებისმიერ დროს მზადაა. თუმცა, პუტინი ყველასთან თამაშს აგრძელებს და მიუღებელ განცხადებებს აკეთებს,“ – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა თუ აიძულებს, სამშვიდობო პროცესს უფრო სერიოზულად მოეკიდოს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს. შეხვედრისთვის მზადყოფნა მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობის შესახებ მას აშშ-ის პრეზიდენტმა ჰკითხა.