პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარკვეული პერიოდია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ ვრცელდება მრავალი ინფორმაცია, რომ მას მძიმე დაავადება აწუხებს. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მას კიბო აქვს, ზოგიც ამბობს რომ საქმე გვაქვს პარკინსონის დაავადებასთან, ან თავის ტვინის აშლილობასთან.
„რუსი დიქტატორი, ვლდაიმერ პუტინი ორ რეალობაში ცხოვრობს და შიზოფრენიით იტანჯება“,- ეს აზრი ფსიქოთერაპევტმა ოლენა რიჰალსკამ გამოთქვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ექიმის თქმით, პუტინის გარემოცვა ადრე თუ გვიან მოიშორებს მას – ასე იყო წარსულში „მსგავსი ფიგურების დროს“.
„მე ტესტი ან ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ, როგორც ფსიქოთერაპევტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი შიზოფრენიას ძალიან ჰგავს. რა არის შიზოფრენია? ადამიანს აქვს ორი რეალობა და ამ ორ რეალობაში ცხოვრობს“, - განმარტა რიჰალსკამ.
ბრიტანული მედია ასევე წერდა, რომ პუტინის არასათანადო საქციელი აიხსნება იმით, რომ ის სავარაუდოდ მძიმედ არის დაავადებული. დასავლური დაზვერვის თანახმად, მას აწუხებს თავის ტვინის აშლილობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დემენციით, პარკინსონის დაავადებით ან კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული სტეროიდებით.