პუტინი დღეს ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა - რუსული მედია ფოტოს ავრცელებს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, დღეს ყირიმის ხიდის რემონტი დასრულდა, რომელიც 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა. ახლა მასზე მოძრაობა აღდგენილია.

სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზედაც პუტინი მანქანის საჭესთან ზის და ხიდზე გადაადგილდება.

ყირიმის ხიდი ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს და მას რუსული ძალებისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 8 ოქტომბერს ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგად ხიდი ორ ადგილას ჩაინგრა და ხიდით გადაადგილება დროებით შეუძლებელი გახდა.