პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ომი და ნაცპუტინისტები! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში“ - ამის შესახებ რეჟისორი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.
„ომი და ნაცპუტინისტები! ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში, თუნდაც სამტრედიაში (არ გეწყინოთ, სამტრედიელი ვარ!) დაბომბვა დიდი ქალაქებისა, ელექტროსადგურების განადგურება, თუ საჭიროა, ენგურგესსაც ააფეთქებენ - და რა ეშველება დასავლეთ საქართველოს?! სვეტიცხოველს გაგინადგურებენ, მამადავითს გადაგვიწვავენ - აღა-მაჰმდ-ჰანი მოგენატრება! უცხოური მანქანებსაც გაგინადგურებენ, ხოლო საუკეთესოს ჩრდილოეთში დაქცეულ ოჯახებს ფოსტით გაუგზავნიან! ფულს, გადამალულ ოქრო-ვერცხლს, მოპარულ პატიოსან ქვებს აგაცლიან შვილების წამების შიშით! თანაც გაიძულებენ პურ-მარილი გაუშალო - о, как мы любим грузинское застолье ! და რაც მთავარია ხინკალი, თუ მასალა არ გაქვს, მამიდას მაინც დაგაკლევინებენ! …
ვაშა გურულებს! მთავარი სადღეგრძელო მუდამ მშვიდობას უძღვნიან! მაგრამ ამ სულით ავადმყოფებს და ბუბნაობით რწყევამდე მისულ დაგირჩ-დაბოლილებს აღარაფერი არ ეშველება!!! ამ დროს კი just married ამერიკელი დეიდა ციგურებზე სრიალებს თავისი არც ისე ლამაზ, მაგრამ უგონოდ შეყვარებულ ქართველ ქალთან როკფელერ ცენტრის საშობაო ყინულზე, ნიუ-იორკში! და გიჟდება, რომ საქართველო მიანგრია! ვაშა ვაშაძეებს! ვაშა მელიებს, ტურიებს და კუებს! ნუთუ ახდება დიდი ანას სიტყვები: „სხვა საქართველო სად(ღ)აა..!”, - წერს რობერტ სტურუა.