ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, NATO-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება.
ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ NATO-მ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის განხორციელება, თუ მოსკოვი შეეცდება ბირთვული შეიარაღების გამოყენებას.
„რა უნდა გააკეთოს NATO-მ?! მან უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ეს 24 თებერვლამდე იყო – აუცილებელია პრევენციული დარტყმები, რომ მათ იცოდნენ, რა მოუვათ, თუ ამ იარაღს გამოიყენებენ. და არა პირიქით, რომ ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმას და მერე ვთქვათ, რომ თუ ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან პასუხი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მსოფლიო ამას არც პუტინს და არც რუსეთს არასდროს აპატიებს.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775503379
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497