1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთის სანქციები უბიძგებს რუსეთს და ბელორუსიას „ინტეგრაციის დაჩქარებისკენ“ სხვადასხვა სექტორში, რაც, მისი თქმით, სანქციების „მინიმიზაციას მოახდენს“. ამის შესახებ CNN წერს.
„რუსეთი და ბელორუსია აგრძელებენ თანამშრომლობის ზრდას პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - თქვა პუტინმა.
„ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სანქციების უპრეცედენტო ზეწოლა გვიბიძგებს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ. ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, მოთხოვნილი პროდუქციის წარმოების მოწყობა, ახალი კომპეტენციების განვითარება და გააფართოვოს თანამშრომლობა მეგობარ ქვეყნებთან“, - განაცხადა პუტინმა.
როგორც გამოცემა წერს, ბელორუსია რუსეთის მტკიცე მოკავშირეა და ხელი შეუწყო მოსკოვის შეჭრას უკრაინაში თებერვალში, როდესაც რუსული ძალების ნაწილი ქვეყანაში უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა.
ორ ერს შორის რიგი ერთობლივი პროგრამა უკვე შემუშავებულია და უფრო მეტი იქნება მომავალი წლების განმავლობაში, - თქვა პუტინმა.
თანამშრომლობის სფეროებია ტექნოლოგიური და სამრეწველო ინოვაციები, ფინანსები და ტრანსპორტი.
პუტინის თქმით, ერთობლივი პროგრამები მიზნად ისახავს „ქვეყნებისთვის თანაბარი ეკონომიკური პირობების შექმნას“.