პუგაჩოვამ დაასახელა თარიღი, როდის დაბრუნდება რუსეთში

ალა პუგაჩოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად ისრაელში იმყოფება, განაცხადა, რომ მალე რუსეთში დაბრუნდება.

როგორც მომღერალი ამბობს, ტყუპები ლიზა და ჰარი 1-ელ სექტემბერს სკოლაში უნდა წავიდნენ, ამიტომ ისინი რუსეთში დაბრუნდებიან.

მისი თქმით, არდადეგები ისრაელში უკვე დასასრულს უახლოვდება.

„არდადეგები მთავრდება, 1-ელ სექტემბერს ბავშვები სკოლაში უნდა წავიდნენ. ახლა ისინი ონლაინ სწავლობენ", - განაცხადა პუგაჩოვამ.

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსეთიდან ისრაელში 2022 წლის 28 თებერვალს გაემგზავრნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გალკინი ყველანაირად გმობს კრემლის  პოლიტიკას.

ის ასევე გეგმავს რამდენიმე კონცერტის გამართვას ისრაელში, შემოსულ თანხას კი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გადარიცხავს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო გალკინი რუსეთის ფედერაციაში „აკრძალეს“. ის უკვე გაათავისუფლეს პირველი არხიდან, სადაც ხუთი წელი მუშაობდა, გაუუქმეს კონცერტებიც.