ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
რუსი ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი გადაცემიდან მოხსნეს. მის ნაცვლად გადაცემას წარმოშობით ქართველი ნიკოლოზ ცისკარიძე წაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია ცისკარიძე გალკინს დროებით ჩაანაცვლებს თუ მუდმივად.
გავრცელებული ინფორმაციით, გალკინის შემცველად რამდენიმე კანდიდატის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი მეუღლესთან მომღერალ ალა პუგაჩოვასთან ერთად რუსეთიდან წავიდა. გალკინი რუსეთის პოლიტიკას არ ამართლებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს.
ერთი საინტერესო ფაქტი არის ისიც, რომ გალკინი და ცისკარიძე ძველი მეგობრები არიან.