ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 14,50384 გრ. ნარკოტიკულ საშუალებას კოკაინს (ფუძე). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2024 წლის 7 დეკემბერს სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს
1756922955