დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ - ახალი კვლევა
1733305680
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ხანძარს ებრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, ხანძრის გამო, მარკლისა და პრინც ჰარის რამდენიმე მეგობარმა დაკარგა სახლი.
წყვილი თავად სანტა ბარბარას მახლობლად, მონტესიტოში ცხოვრობს. ეს დასახლება ლოს- ანჯელესიდან დაახლოებით 150 კილომეტრითაა დაშორებული.
მეოთხე დღეა, კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონაა. შტატის დასახლებებს მასშტაბური ხანძარი ანადგურებს. გადამწვარია 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა.
BBC-ს ცნობით, კალიფორნიის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ სახანძრო ჰიდრანტებთან დაკავშირებულმა პრობლემამ ლოს-ანჯელესში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები შეაფერხა.