რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
პრინც ჰარის არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების აღიარების გამო, შესაძლოა, აშშ-ში ბინადრობის ნებართვა ჩამოერთვას. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
იურიდიულმა ექსპერტმა, ნეამა რაჰმანმა განუცხადა Daily Mail-ს, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად ვრცელდება, სამეფო ოჯახის ჩათვლით. მაშასადამე, მისი წარმომავლობა ამ შემთხვევაში არ უშველის.
„ნარკოტიკების მოხმარებაზე დანაშაული, როგორც წესი, არის ვიზაზე უარის თქმის საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ პრინცი ჰარი უნდა ყოფილიყო უარყოფილი, რადგან მან აღიარა კოკაინის, სოკოების და სხვა ნარკოტიკების გამოყენება“, - თქვა ნეამა რაჰმანმა.
თავად ჰარი თავის მოგონებებში წერდა, რომ დედის, პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო არალეგალური ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარება.