რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
სატელევიზიო ინტერვიუში მისი წიგნის - Spare-ის გამოსვლამდე, საიდანაც ნაწყვეტები აჩვენა ITV-მ, პრინცმა ჰარიმ თქვა: „მე მინდა, ჩემი მამა და ჩემი ძმა დაბრუნდნენ”.
ის ასევე ამტკიცებს, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა „შერიგებისთვის აბსოლუტურად არანაირი მზაობა არ გამოავლინეს“, თუმცა ნაჩვენები მოკლე მონაკვეთიდან მხოლოდ იმის გამოცნობა შეიძლება, თუ კონკრეტულად ვისზეა საუბარი.
პრინცის ეს სიტყვები გაისმა ტომ ბრედბისთან საუბარში ბრიტანული ტელეარხიდან ITV, ასევე ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში. ორივე ინტერვიუ ეთერში 8 იანვარს, ავტობიოგრაფიის გამოსვლამდე ორი დღით ადრე გავა.
ორივე საუბრის სრული ტექსტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი და, შესაბამისად, ბოლომდე გაურკვეველია, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში პრინც ჰარის.
ბუკინგემის სასახლეში ასევე არ განმარტავენ და კომენტარზე უარს ამბობენ.
CBS News-ის ეთერში, 60 Minutes-ის ჟურნალისტ ანდერსონ კუპერთან, ჰარი აცხადებს, რომ მას უღალატეს.
„იყო ბრიფინგები, იყო საიდუმლოს გაჟონვა და ისტორიები, ჩადებული ჩემსა და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ", - თქვა პრინცმა.
„ოჯახის დევიზია „არასოდეს დაიჩივლო და არაფერი ახსნა“, მაგრამ ეს მხოლოდ დევიზია“, - თქვა პრინცმა ჰარიმ.
„ასე რომ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ: „ჩვენ არ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ განცხადება თქვენს დასაცავად“, მაგრამ ეს არ ეხება ოჯახის სხვა წევრებს, დგება მომენტი, როდესაც დუმილი ღალატად იქცევა.
ITV ირწმუნება, რომ ინტერვიუ ეხება პრინც ჰარის პირად ურთიერთობას და მანამდე გამოუქვეყნებელ დეტალებს მისი დედის, უელსის პრინცესას, დიანას გარდაცვალების შესახებ.
პრინცი ჰარის ავტობიოგრაფია, რომელიც სავარაუდოდ დეტალურად ასახავს მის უთანხმოებას უფროს ძმასთან პრინც უილიამთან, გამოვა 10 იანვარს.
Penguin Random House-მა წიგნს უწოდა „საეტაპო პუბლიკაცია, რომელიც სავსეა შეხედულებებით, გამოცხადებებით, ინტროსპექტივით და ძნელად მოპოვებული სიბრძნით, სიყვარულის მარადიული ძალის შესახებ, მწუხარების დასაძლევად". წერს BBC