პრინცესა დაიანას ყოფილი მძღოლი 30-წლიან დუმილს არღვევს

პრინცესას სიკვდილ

პრინცესა დაიანას ყოფილმა მძღოლმა ათწლეულების განმავლობაში პირველად ისაუბრა და თამამად განაცხადა, რომ პრინცესა დღესაც ცოცხალი იქნებოდა, იმ ღამეს თავად რომ ემართა მანქანა. 

მისი სიკვდილის ირგვლივ არსებული საიდუმლო და ინტრიგა კვლავ აქტუალური თემაა დღემდე, რადგან ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ საბედისწერო დღეს პარიზში.

პრინცესა დაიანას ყოფილმა მძღოლმა ისაუბრა ტრაგიკულ მოვლენაზე და თქვა: „მე დაიანას გამო ყველაფერს გავაკეთებდი, რადგან სამსახური ჩემი ცხოვრება იყო. მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ ღამეს მანქანასთან მე რომ ვყოფილიყავი, პრინცესა დღესაც ჩვენთან ერთად იქნებოდა, რადგან მას დავიცავდი“.

პრინცესა დაიანა 1997 წლის 31 აგვისტოს, პარიზში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

არსებობს ვერსია, რომ დაიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ იყო. თვლიან, რომ დაიანას ეს მოუწყვეს. ამასთან, ადანაშაულებენ ექიმს, რომ მან არ მოახდინა სწრაფი რეაგირება. სხვადასხვა ტაბლოიდი წლების განმავლობაში დაიანას სიკვდილში კამილა პარკერს [პრინც ჩარლზის ამჟამინდელი ცოლი] ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მან სწორედ ამ გზით ჩამოიშორა ლედი დი. 

ასევე, კვლავ აქტუალურია თეორია იმის შესახებ, რომ ელიზაბეტ მეორემ და კამილამ დიანას თავიდან მოსაშორებლად მას მკვლელი მიუგზავნეს. ამას გასამყარებლად კი ამბობენ, რომ ავარიის შემდეგ სასწრაფო თითქმის ერთი საათის შემდეგ მივიდა ადგილზე, სადაც დაიანა ცოცხალი დახვდათ, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არც სამეფო ოჯახს და არც სამართალდამცავებს 27 წელია არ გაუკეთებიათ.