პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება, ან შესაძლოა საერთოდ ვერ შეძლოს შეთანხმების დადება - თეთრი სახლის პრესმდივანი

კაროლინ ლევიტი

სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ომის პრაგმატული რეალობის აღიარებაზე, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა დგას, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

„ეს ომი წლების განმავლობაში გრძელდება, მისი თანამემამულეები იღუპებიან და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვერ გააცნობიერა, რომ ის ოვალურ კაბინეტში შევიდა მაშინ, როდესაც ქალაქში ახალი შერიფია და შერიფი დონალდ ტრამპია - ის მთავარი მშვიდობისმყოფელია“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს და ესმის, რომ ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის ხარჯების დაფარვით. ძალიან სამწუხაროა უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ ის შემოვიდა ამ აზროვნებით: „მომეცით, მომეცით“, დიდი მადლიერების გარეშე იმისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა გააკეთა მისი ქვეყნისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ეკონომიკური შეთანხმების ხელმოწერის ზღვარზე იყო, რომელიც უკრაინელი ხალხის ეკონომიკურ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება, ან შესაძლოა საერთოდ ვერ შეძლოს შეთანხმების დადება“, - დასძინა მან.