პრეზიდენტის ფოტოს დაწვის გამო, ტანზანიელ მხატვარს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შადრაკ ჩაულა

პრეზიდენტის ფოტოს დაწვის გამო, ტანზანიელ პორტრეტის მხატვარს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 24 წლის მხატვარმა დანაშაული აღიარა. თუმცა შეუძლია, სასჯელის თავიდან ასაცილებლად 2000 დოლარიანი ჯარიმა გადაიხადოს.

შადრაკ ჩაულამ ვიდეო გადაიღო, სადაც ჩანდა, როგორ წვავდა პრეზიდენტის,  სამია სულუჰუ ჰასანის ფოტოს.

იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩაულა უკანონოდ დააკავეს, რადგან არ არსებობს კანონი, რომელიც პრეზიდენტის სურათის დაწვას კრძალავს.

ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია, რათა მხატვარს ჯარიმის გადასახდელი ფული შეუგროვონ