პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები იქნება, არ მსურს, ვინმეს უკრაინასთან მიმართებით კითხვები ჰქონდეს - ზელენსკი

ზელენსკი

რუსეთს ძალიან სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას, ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციები ხვალ გაიმართება.

„მე არ მსურს, რომ ვინმეს კითხვები ჰქონდეს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნება ცვლილებები. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრე ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მე მადლიერი ვარ ანდრეის, რადგან ის ყოველთვის წარმოაჩენდა უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების დროს ზუსტად ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს ყოველთვის იყო პატრიოტული პოზიცია. თუმცა არ მსურს, რომ იყოს ჭორები და ვარაუდები. ხვალ ჩავატარებ კონსულტაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. ჩვენი საქმე გრძელდება, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. რუსეთს ძალიან სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას, ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავაგრძელოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ ან ჩამოვიშალოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გადადგა. დღეს ანდრეი ერმაკის ოფისში ეროვნული ანტიკორფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა. მისი თქმით, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიცრებს „სახლზე სრული წვდომის უფლება“ მისცა.