„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
პორტუგალიაში ქარიშხალ „კლაუდიას” შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „როიტერი” წერს.
პორტუგალიაში ქარიშხალ „კლაუდიას” შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პორტუგალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა IPMA-მ ალგარვეს რეგიონში, ბეხასა და სეტუბალის რაიონებში განგაშის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა.
ამასთან, წყალდიდობასა და ქარიშხალს ებრძვიან ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ქარიშხალმა პრობლემები შეუქმნა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მოძრაობას. ირლანდიაში ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.