პოლონეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

პოლონეთი

პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

„თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ისინი თვითმფრინავს მართავდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული გადამდგარი პოლკოვნიკი მარეკ გლადისია.

გლადისი პოლონეთის არმიაში მსახურობდა, გარდა ამისა მონაწილეობდა აღვანეთისა და ერაყის მისიებში.

პოლონეთის სახანძრო სამსახურის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი არ გაჩენილა. რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდა ამ ეტაპზე უცნობია. 

 

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს

👉 უმძიმესი ვიდეო: ჯვრის მონასტრის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა