პოლონეთში, ქალაქ ვროცლავის მერი დიპლომის ყიდვის ბრალდებით დააპატიმრეს

პოლონეთი

პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ვროცლავის მერი დიპლომების გაყიდვის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, იაცეკ სუტრიკი ფლობს კერძო უნივერსიტეტისგან, სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ მიღებულ დიპლომს, თუმცა თავად მერი ამტკიცებს, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი კეთილსინდისიერად მიიღო.

ანტიკორუფიულმა სამსახურმა, პროკურატურის ზედამხედველობით, ვროცლავის მერი საკუთარ სახლში აიყვანა.