ზოდიაქოს 5 ნიშანს ზამთარში განსაკუთრებით გაუმართლებთ
1731776248
გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით დღეს დილით ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
„ცესკო შემაჯამებელ სხდომას მართავს და აჯამებს შედეგებს საოლქო და საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ოქმებზე დაფუძნებით, კენჭის ყრის დღიდან არაუგვიანეს 26 დღისა. უკიდურესი ვადა იყო 21 ნოემბერი. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ იქამდე ვერ გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, სანამ საერთო სასამართლოებში არ დასრულდება საბოლოოდ საარჩევნო საჩივრების განხილვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით დღეს დილით ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა“,- აღნიშნა იოსელიანმა.