1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ოჯახს გარდაცვლილი ეგონა და მკვლელობაზე საუბრობდა, ცოცხალია. ახლობლებისთვის ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა კომაში იყო, ის დაჭრილია გულ-მკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით და ამჟამად, საავადმყოფოში რჩება.
ახალგაზრდა ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრია. იგი პოლონეთში 7 თვის წინ წავიდა სამუშაოდ. მას დღეს 22 წელი შეუსრულდა.
„შენ ნამდვილი დაბადების დღე გაგთენებია ძმაო - სიკვდილს რა უნდა შენთან ბექა... შენ მშობლებს გაუსაძლისი ტკივილი სიხარულად ექცათ. გამოჯანმრთელდი ძმაო. არ დანებდე! გილოცავ დაბადების დღეს!.“-წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
შევახსენებთ, წუხელ ბექა ტაბაღუას ოჯახს დაუკავშირდნენ და მისი დაჭრის და გარდაცვალების შესახებ აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, მას საბუთები არ ჰქონდა და კვალს მორგში ძებნის შემდეგ ქართველმა ემიგრანტებმა საავადმყოფოში მიაკვლიეს.