პოლონეთის არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვებით ვარშავას „ვაშინგტონ ექსპრესი“ ეწვია - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.

როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, არჩევნებში კაროლ ნავროცკის განარჯვება პატრიოტების ბრძოლის შედეგია.

„მე ვთვლი, რომ შედეგები ფანტასტიკურად კარგია, რადგან პოლონეთს ჰყავს პროუკრაინული, ომის მომხრე, პრობრიუსელური ლიბერალური მთავრობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კაროლ ნავროცკის არჩევნებში გამარჯვებას კი ვიქტორ ორბანი პატრიოტების ბრძოლას უწოდებს.

„შეიძლება ითქვას, ვარშავას „ვაშინგტონ ექსპრესი“ ეწვია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში პირველ ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა. მან მმართველი პარტიის კანდიდატი,  ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.