პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ ნებრასკას შტატის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში ადგილობრივმა დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ ქუჩებში კაცს საკუთარი მანქანით "ძროხა" დაჰყავდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ "ძროხა" სინამდვილეში უზარმაზარი აფრიკული ხარი ყოფილა, რომელიც რქების დიდი ზომით გამოირჩევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თავიდან პოლიციის ოფიცრები ელოდნენ, რომ ავტომობილში მართლაც ძროხა ან პატარა ხბო დახვდებოდათ. თუმცა მეპატრონეს საკუთარი მანქანა ისე ჰქონდა გადაკეთებული, რომ მძღოლის გვერდით სავარძლის დაკავება ხარს მარტივად შესძლებოდა.
მანქანის ადგილმდებარეობის გარკვევის შემდეგ პოლიციამ კაცი და ხარი გააჩერა. ოფიცრების გადაწყვეტილებით, მძღოლი არ დააჯარიმეს და მას მხოლოდ გაფრთხილება დაუწერეს. კაცს სთხოვეს, რომ ქალაქში აღარ ემოძრავა და ცხოველთან ერთად სახლში დაბრუნებულიყო. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.