როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“, ეთერში მაყურებელმა 74 წლის გურული ბებო ლალი ურუშაძე-კალანდარიშვილი გაიცნო, რომელიც 22 წელია ავლაბრის ქუჩის კუთხეში ფერად სარეცხ ღრუბლებს ყიდის.
მას თბილისის ნაწილი კარგად იცნობს, უყვართ და პატივს სცემენ.
გურულ ლალი ბებოს სიუჟეტში საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვება და იხსენებს ერთ-ერთ ამბავს, რომელიც თავს გადახდა:
„თბილისში ჩამოვედი და მუშაობა 3 ლიმონით დავიწყე. 22 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ბავშვი სტუდენტი იყო, იქიდან ვერაფერს ვაგზავნიდი, ვერ ვეხმარებოდი და იძულებული გავხდი ჩამოვსულიყავი...
ძალიან ვუყვარდი მთელს ბაღს, ბავშვებს, სოფელს – აღმზრდელი ვიყავი და ჩემი გაზრდილი ბავშვები აქ მოდიან, ზოგს ვერც ვცნობ, ყველა მეფერება…
გავგიჟდი, ბებია, სიხარულით, თუ არ გავაფრენდი, არ მეგონა, მიკანკალებს ხელები, ბებია, ლამის გავგიჟდი – ახლაც არ ვიცი, ვინ არის ის კაცი, „რამდენიმე ტილო მინდაო“, აიღო, დამიტოვა 500 ლარი და ყველა ტილო დატოვა“, – იხსენებს ლალი ურუშაძე-კალანდარიშვილი.
ნახეთ, ვრცლად სიუჟეტი ⇓