პოლიცია ეძებს ქალს, რომელმაც გერმანიაში კლინიკიდან ახალშობილი მოიპარა - რა დაადგინა ამ დროისთვის გამოძიებამ

გერმანიის პოლიცია

გერმანიის ქალაქ ლიუდენშაიდში უცნობმა ქალმა, რომელიც ექთნად გაასაღა თავი, საავადმყოფოდან შვიდი დღის ჩვილი გაიყვანა. მოგვიანებით ჩვილი ავტოსადგომზე იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მხარეში მოხდა. საუბარია ქალაქ ლიუდენშაიდის საავადმყოფოზე, საიდანაც ახალშობილი ბიჭი გაიტაცეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი პალატაში 15:15 საათზე შევიდა. მან თავი თანამშრომლად გაასაღა და განაცხადა, რომ გასასინჯად მოვიდა.

დანაშაულის ჩადენის მომენტში მას ღია ცისფერი პალტო და დიდი სათვალე ეცვა. გატაცებული ჩვილი სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე იპოვეს. იგი ტანსაცმლის გარეშე იმყოფებოდა. ამჟამად პოლიცია ეჭვმიტანილის ძებნას აგრძელებს და მომხდარის გარემოებებს არკვევს.