„პოლიტიკო“ - ევროკომისარ მარტა კოსს 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში კვლავ ადანაშაულებენ

მარტა კოსი

 გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაში კვლავ ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

„ევროპის სახალხო პარტიიდან“ სლოვენიელი ევროპარლამენტარის, რომანა ტომჩის განცხადებით, მან ევროკომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ მარტა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები ჰქონდა და საკითხზე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, კოსმა 2024 წელს გამართულ მოსმენაზე აღნიშნული ბრალდებები უარყო.

„არასდროს ვყოფილვარ იუგოსლავიის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი ან ინფორმატორი“, – განუცხადა კოსმა ევროპარლამენტარებს 2024 წელს გამართულ მოსმენაზე და ბრალდებებს ტყუილი, დეზინფორმაცია უწოდა.

როგორც რომანა ტომჩმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, მარტა კოსი გულწრფელი არ იყო, როდესაც აცხადებდა, რომ ის საიდუმლო სამსახურთან არ თანამშრომლობდა.

გამოცემის ცნობით, მარტა კოსმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარტა კოსმა „კომისრად დანიშვნამდე ვრცელი, საფუძვლიანი შემოწმების პროცესი გაიარა“ და მისი კომისრად დანიშვნა იმავე პროცესით მოხდა, როგორც ყველა 27 კომისრის.