პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.

„ჩვენ ვიცით, რომ ე.წ. არცთუ ისეთი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ, დაჭრილი და დასახიჩრებულია. გუშინ მან გამოაქვეყნა განცხადება, მაგრამ არც ვიდეო, არც ხმა არ იყო. ეს იყო მხოლოდ წერილობითი განცხადება. ირანს აქვს ბევრი კამერა და მიკროფონი, მაშ რატომ მხოლოდ წერილობითი განცხადება? მგონია, იცით, თუ რატომ“, - თქვა ჰეგსეტმა.

მისი განცხადებით, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია და შეშინებულია. ის გაქცეულია და მას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„მათთვის ეს სრული არეულობაა. ვინაა მთავარი? ირანმა, ალბათ, არც იცის“, - დასძინა პენტაგონის შეფმა.