1773348202
არც ერთი ტექსტი არ მიდის აქედან ისეთი, როდესაც დაკავშირება არ ხდება საქართველოში ევროკავშირის საელჩოსთან და შემდეგ მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან, ვისაც ისინი მიიჩნევენ, კონსულტაციის შედეგად იწერება ტექსტები - რომან კაკულია
ტექსტი რომ აქ არის დაწერილი, ჩვენ ხომ მივხვდით ამას. ეს უნდა იცოდე შინაგანად, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ ეუთოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების შინაარსის კომენტირებისას.
„ტექსტი რომ აქ არის დაწერილი, ჩვენ ხომ მივხვდით ამას. ეს უნდა იცოდე შინაგანად, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. არც ერთი ტექსტი არ მიდის აქედან ისეთი, როდესაც დაკავშირება არ ხდება საქართველოში ევროკავშირის საელჩოსთან და შემდეგ მათი ნდობით აღჭურვილ პირებთან, ვისაც ისინი მიიჩნევენ, მათ ნდობით აღჭურვილ პირებთან კონსულტაციის შედეგად იწერება ეს ტექსტები. მე შემიძლია, ძალიან მცირე ალბათობით რომ შევცდები, ისე დავასახელო ის პირები, ვისი დაწერილიცაა, ეს ტექსტები. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლებამაც იცის“, - განაცხადა კაკულიამ.
მან ისაუბრა, თუ რატომ მოხდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტერესების აცდენა. კერძოდ, რატომ დასცილდა ასე ინტერესები და რატომ გახდნენ კრიტიკულები საქართველოს მიმართ. კაკულია მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაიწყო.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.
რეზოლუციას სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გამოქვეყნდა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას, სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.











