Politico: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის ერთ-ერთ გზად ბრიუსელი ბლოკში ახალი წევრის ერთხმად მიღების წესების შეცვლას განიხილავს

ვიქტორ ორბანი

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის ერთ-ერთ გზად ბრიუსელი ბლოკში ახალი წევრის ერთხმად მიღების წესების შეცვლას განიხილავს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებას არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა წევრი ქვეყნებიც შეეწინააღმდეგებიან.

პოლიტიკოს ინფორმაციით, ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლების დაცვას მხარს უჭერენ საფრანგეთი, ნიდერლანდები, საბერძნეთი და დანიაც.