თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
1743233722
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი თავისი საომარი რიტორიკის გამო ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, კალასით უკმაყოფილება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, 2024 წლის მიწურულს დაიწყო, როცა კიევში ვიზიტისას მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა „ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს“.
ზოგმა ევროპელმა ჩინოვნიკმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან კალასმა, რომლის ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან 24 საათიც არ იყო გასული, თქვა ისეთი ფრაზა, რომელიც ევროკავშირის მიერ არ იყო მოწონებული.
კერძოდ, Politico-ს მტკიცებით, კალასის საომარ რიტორიკას არ იწონებენ ესპანეთსა და იტალიაში, სადაც მოსკოვს, როგორც ევროკავშირის საფრთხის პირველწყაროდ არ განიხილავენ. „მას რომ მოვუსმინოთ, გამოვა ისე, რომ ჩვენ რუსეთთან ომის პირობებში ვიმყოფებით, რაც ევროკავშირის ხაზს არ შეესაბამება“, - განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა.
კიდევ ერთმა ევროპელმა ჩინოვნიკმა უკმაყოფილებით აღნიშნა, რომ კალასი „პრემიერ-მინისტრივით იქცევა“. კრიტიკოსების აზრით, ის თავის საგარეო პოლიტიკის ინიციატივებს არასაკმარისად ამუშავებს, არ აწარმოებს წინასწარ კონსულტაციებს.
ასე მაგალითად, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვესმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროკავშირის შიდა პრობლემებით არის შეწუხებული, ვიდრე რუსეთით, კალასმა წევრ ქვეყნებს ორგვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო დახმარების შემცირების კომპენსაციის გზების მოძიებას სთხოვდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დოკუმენტში კალასი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის, როგორც მინიმუმ, 1,5 მილიონი საარტილერიო ჭურვების გადაცემას სთხოვდა. ზოგმა ქვეყანამ ეს თხოვნა იძულებად აღიქვა. ამის გამო კალასს საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწია.