1789480042
POLITICO: ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება
გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული დღის წესრიგის პროექტისა და ევროკავშირის ორი დიპლომატის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ხუთშაბათს ბრიუსელში შეიკრიბებიან - შეხვედრის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელებისგან მომდინარე საფრთხეებთან დასაპირისპირებლად გლობალური წესების შემუშავება იქნება.
ხელოვნური ინტელექტის საბჭოს შეხვედრაზე, რომელშიც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და რომელიც რეგულარულად იკრიბება ბლოკის „ხელოვნური ინტელექტის აქტის“ მიმდინარეობის მონიტორინგისთვის, ევროკომისია წარადგენს სიახლეებს „ევროკავშირისა და საერთაშორისო AI პოლიტიკის შესახებ“ და ჩაატარებს „ტექნიკურ ბრიფინგს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ბოლო ინციდენტების შესახებ“.
მიმდინარე კვირის შეხვედრას წინ უძღოდა წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების, მათ შორის Anthropic-ის დარიო ამოდეისა და OpenAI-ის სემ ალტმანის მოწოდებები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს მოწოდებები მკვეთრად უარყო, AI უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებებს „ტყუილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პროცესის შეფერხება ჩინეთს უპირატესობას მოუტანდა.










