ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში - „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766563500
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების პირველმა წელმა დაამსხვრია ევროპელი ლიდერების ბოლო ილუზიაც იმის შესახებ, რომ მისი მართვა ან კონტროლი შესაძლებელია, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ეს შემაძრწუნებელია: ევროპა ტრამპის ახალი მსოფლიო წესრიგისგან შოკშია.
„ევროკავშირის მიმართ მისმა [ტრამპის] ღია მტრულმა დამოკიდებულებამ დაძაბა ტრანსატლანტიკური ალიანსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს; ამან კიდევ უფრო გააღრმავა განხეთქილება ევროპელ ლიდერებს შორის და თავად ბლოკის შიგნით, რაც საფრთხეს უქმნის ევროპის უნარს - ტრამპის მუქარებსა და დაცინვას იმგვარი ერთიანობითა და სიმტკიცით უპასუხოს, რომელსაც ის პატივს სცემს“, - ნათქვამია სტატიაში.
„ამან უკრაინის ბედი 2026 წლის წინაშე გაურკვევლობის ზღვარზე დატოვა, რომ არაფერი ვთქვათ ევროპის უსაფრთხოების შესახებ პასუხგაუცემელ ეგზისტენციალურ კითხვებზე იმ მომენტში, როდესაც ბევრი შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინის ტერიტორიული მიზნები უკრაინის ფარგლებს გარეთ, უფრო დასავლეთით ვრცელდება. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ევროპამ გაუძლო ამ გაურკვევლობასა და რყევებს - ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ახალ წელს ასევე ილუზიების გარეშე ხვდება.
„ის ხედავს კონტინენტს, რომელიც კარგავს თავის ღირებულებებსა და იდენტობას, და რომელიც შებოჭილია ლიბერალური იდეალებით - იდეალებით, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ნებისმიერი გზავნილი თეთრი სახლიდან. თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ მეგობრული ჟესტი სწორედ გზაზე დაყენებაა - მაშინ, როდესაც ის მოუწოდებს ევროპას, მეტი დახარჯოს საკუთარ თავდაცვაზე, შეზღუდოს იმიგრაცია და დაასრულოს ომი უკრაინაში“, - ნათქვამია სტატიაში.