POLITICO: ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ლტოლვილთა ტალღისთვის ემზადება

ევროკავშირი

ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ლტოლვილთა ტალღისთვის ემზადება, – ამის შესახებ სტატიას „პოლიტიკო“ აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ევროპის ოთხი ქვეყნის მიგრაციის მინისტრების თქმით, ევროკავშირი ირანში ომიდან გამოქცეული ლტოლვილების ტალღისთვის ემზადება და იმედოვნებს, რომ მიგრაციის ის წესები, რომლებზეც ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა, ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

„2015 წელს ევროპაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, მათი უმეტესობა სირიის სამოქალაქო ომს გამოექცა და ევროპის ნაჩქარევმა რეაგირებამ ბლოკში ღრმა განხეთქილება გამოავლინა. მას შემდეგ ევროკავშირმა წლები დახარჯა რთული მოლაპარაკებების წარმოებაზე მიგრაციის პოლიტიკის რეფორმირების მიზნით, რაც მიგრანტების უფრო თანაბარ განაწილებას უზრომლებიც თავშესაფრის მიღებას ვერ ახერხებდნენ“, – წერს გამოცემა.

კვიპროსის მიგრაციის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლას იოანიდესმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს „არ შეუძლია, უგულებელყოს ახალი ლტოლვილთა კრიზისის არსებობა“. მისი თქმით, ასეთმა კრიზისმა „შეიძლება, გამოცდა მოუწყოს ბლოკის ახალი წესების ეფექტურობას და გაერთიანება ამისთვის მზად უნდა იყოს“.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ცნობით, ირანში, რომლის მოსახლეობა 90 მილიონია, ნაწილობრივმა დესტაბილიზაციამაც კი შეიძლება, გამოიწვიოს ლტოლვილთა უპრეცედენტო ტალღები.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის პაქტი, რომელიც ეროვნულ მთავრობებს შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგია, 12 ივნისს უნდა ამოქმედდეს და შემოიღებს უფრო მკაცრ პროცედურებს საზღვარზე თავშესაფრის განაცხადების დამუშავებისთვის, სპეციალურ ზომებს კრიზისული სიტუაციებისთვის და მექანიზმს, რომელიც მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების დიდ ნაწილს იღებენ ფინანსური დახმარების გაწევით.

„პოლიტიკოს“ ცნობით, მიგრაციის შესახებ ახალი წესების შემუშავების სურვილი 2015 წლის მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპაში, მათი უმეტესობა სირიელი იყო.