POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის

დავიდ სანჩესი

ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.

„საჯარო სამსახურის პოზიციების შექმნისას უნდა ხელმძღვანელობდნენ ზოგადი ინტერესით და არა ამ თანამდებობების მომავალი მიმღებების პირადი ინტერესებით“, - დაწერეს ბადახოსის სასამართლოს მოსამართლეებმა თავიანთ განჩინებაში და აღნიშნული ქმედება „არაეთიკურ პრაქტიკად“ შეაფასეს.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო აუარესებს.

სანჩესი წლებია ამტკიცებს, რომ ის და მისი ოჯახი ე.წ. „სამართლებრივი ომის“ მსხვერპლნი არიან. მან კონსერვატიული მოსამართლეები „პოლიტიკაში ჩარევასა და მართლმსაჯულების სისტემისთვის უდიდესი ზიანის მიყენებაში“ დაადანაშაულა.

ბრალდებები დაკავშირებულია დaვიდ სანჩესის 2017 წელს ესტრემადურას რეგიონის ქალაქ ბადახოსის მუსიკალური კონსერვატორიების კოორდინატორად დანიშვნასთან.

2024 წელს Manos Limpias-მა საჩივარი შეიტანა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ აღნიშნული თანამდებობა სპეციალურად პრემიერ-მინისტრის უმცროსი ძმისთვის შეიქმნა და რომ საჯარო მოხელეებმა კონკურსის შედეგების მის სასარგებლოდ ფალსიფიცირება მოახდინეს.

სანჩესი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. სასამართლო პროცესის განმავლობაში მისი დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ აბსურდულია საუბარი პოსტის ფავორიტიზმის საფუძველზე გაცემაზე, რადგან ის წლებით ადრე დაიკავა, ვიდრე მისი უფროსი ძმა პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, იმ პერიოდში, როდესაც სანჩესი პოლიტიკურად იზოლირებული და გავლენას მოკლებული იყო.

განაჩენში, რომელიც მოსამართლეების აღიარებით, ემყარებa მხოლოდ „ირიბ მტკიცებულებებს“, პრემიერ-მინისტრის ძმა დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციულ გადაცდომაში, რის გამოც მას ცხრა წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.