„სვანი ვაჟკაცი გააცილა იმიერში მთელმა სვანეთმა და საქართველომ…“ - ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ
1738007700
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაარწმუნა ის, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ბუდაპეშტის წინააღმდეგ ადრე შემოღებულ სანქციებს გააუქმებს.
„ჩემმა ახალმა კოლეგამ - საგარეო საქმეთა მინისტრმა [მარკო რუბიომ] დამარწმუნა, რომ უნგრულ-ამერიკული პოლიტიკურის ურთიერთობების სისტემა განახლდება. ეს მოიცავს იმ ფაქტს, რომ ადრე შეერთებული შტატების მიერ შურისძიების მიზნით მიღებული ზომები გაუქმდება“, - დაწერა სიიარტომ რუბიოსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ცნობისთვის, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ უნგრეთთან ორმხრივი საგადასახადო შეთანხმება გააუქმა და უნგრელებისთვის ამერიკაში შესვლის პირობები გაამკაცრა, რათა ამით ოფიციალურ ბუდაპეშტზე მოსკოვთან და პეკინთან დაახლოების გამო ზეწოლა მოეხდინა.