პიტ ჰეგსეტის თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა

იი

თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი იმყოფებოდა, საქარე მინაში გაჩენილი ბზარის გამო დიდ ბრიტანეთში ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანი ავრცელებს.

ჰეგსეტი აშშ-ში ბრუნდებოდა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

„თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაუგეგმავად დაჯდა, რადგან მის საქარე მინას ბზარი გაუჩნდა“, - დაწერა პენტაგონის პრესმდივანმა სოციალურ ქსელ X-ში.

მოგვიანებით ინციდენტს გამოეხმაურა თავად ჰეგსეტიც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა.